Thursday, November 27, 2014

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ბავშვთა უფლებების კონვენცია 1989 წლის 20 ნოემბერს მიიღო. იგი ძალაში 1990 წლის 2 სექტემბრიდან შევიდა. კონვენცია შედგება 54 მუხლისაგან, რომელთაგან პირველი 42 მუხლი შეეხება ბავშვის დაცვასთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებს - ბავშვის უფლებებს, სახელმწიფოს ვალდებულებებს და ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ადამიანების მოვალეობებს. 43-54 მუხლებში კი საუბარია იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ სახელმწიფომ და ზრდასრულმა ადამიანებმა ერთად კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. კონვენციას მიერთებულია 193 ქვეყანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებმა აიღეს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სამართლებრივი პასუხისმგებლობა. საქართველო აღნიშნულ კონვენციას 1994 წელს შეუერთდა.
მუხლი 42
,,სახელმწიფომ ეს კონვენცია უნდა გააცნოს ყველა ბავშვსა და მშობელს.“ეს მუხლი არის ჩვენი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის,რომ დაცული იქნას საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში ბავშვთა უფლებები.ამრიგად, სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს მოსახლეობის ინფორმირებაზე ადამიანის და, კერძოდ, ბავშვის უფლებათა შესახებ.საქართველოში ბევრი ბავშვი ჯერ კიდევ ვერ სარგებლობს საკუთარი უფლებებით.
ადამიანის უფლებები, მით უმეტეს - ბავშვისა, დაცული რომ უნდა იყოს, დღეს ეს სადავოდ აღარ მიიჩნევა.მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, ბავშვთა უფლებები ასე თუ ისე რომ არ ირღვეოდეს.გამონაკლისი რათქმაუნდა არც საქართველოა.ჩვენი აზრით იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, საიდან მოვდივართ - საბჭოთა წარსულმა თავისი დაღი დაასვა ხალხის ცნობიერებას და მოქალაქეობრივი აქტივობისა და უფლებებისადმი მათ დამოკიდებულებას. ეს ბავშვთა უფლებებსაც ეხება.ყოველი ჩვენგანი ბავშვობიდან უნდა იღებდეს ასაკის შესაბამის ინფორმაციას ადამიანის უფლებათა შესახებ, მოქალაქეობრივი ცნობიერება, ადამიანის უფლებათა პატივისცემა ბავშვობიდან უნდა აღვზარდოთ ადამიანში.საქართველოზე მეტად განვითარებულ ქვეყნებში  საგანმანათლებლო დაწესებულებები ბავშვებს მარტო განათლებას კი არ აძლევენ, არამედ, უპირველეს ყოვლისა, კრიტიკულ აზროვნებას აჩვევენ, სამოქალაქო ცნობიერებას უყალიბებენ, თავიანთ უფლებებს აცნობენ და იმ უნარ-ჩვევებს უვითარებენ, რომლებიც მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის გამოადგებათ. ბავშვის უფლებები ისწავლება ადამიანის უფლებების ან სამოქალაქო განათლების ფარგლებში. რაც მთავარია, ბავშვები აქტიურად მონაწილეობენ სკოლის ცხოვრებაში თვითმმართველობის მეშვეობით თუ სხვა მექანიზმით, თავად უწევენ ორგანიზებას სხვადასხვა ღონისძიებას, აქტიურად უზიარებენ თავიანთ მოსაზრებებს სკოლის ხელმძღვანელობასა და მასწავლებლებს სწავლებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ,რაც ზალიან კარგია ქვეყნის მმავალი თაობისთვის.სკოლაში ბავშვებზე ხშირად ძალადობენ - როგორც თანატოლები, ისე უფროსი ასაკის მოსწავლეებიც. 2007 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით გამოიკვლია სკოლებში ბავშვების მიმართ არსებული ძალადობა. გაირკვა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა სკოლაში თავს უსაფრთხოდ გრძნობდა, მაგრამ მათი 47.1% ფიზიკურ ძალადობას განიცდიდა, ხოლო 47.5% - ფსიქოლოგიურს, უმეტესად - სხვა მოსწავლეებისგან, თუმცა მათზე ძალადობას ხშირად უფროსებიც ეწეოდნენ.ჩვენ ვფიქრობთ,რომ სკოლაში ძალადობის ნებისმიერი ფორმა ხელს უშლის ბავშვებს განათლების მიღებასა და საკუთარ შესაძლებლობათა გამოყენებაში. ვინაიდან ყველა ბავშვს უნდა შეეძლოს ძალადობისგან თავისუფალ გარემოში სწავლა, სკოლები უსაფრთხო უნდა იყოს, მათში უნდა სუფევდეს ბავშვებისადმი მეგობრული ატმოსფერო, სასწავლო პროგრამა ბავშვის უფლებათა გათვალისწინებით უნდა იყოს შემუშავებული, მოსწავლეებს ისეთ გარემოს უნდა უქმნიდნენ, სადაც შესაძლებელი იქნება ძალადობის ხელშემწყობ დამოკიდებულებათა შეცვლა და არაძალადობრივი ფასეულობებისა და ქცევების დამკვიდრება.ბავშვთა უფლებების დასაცავად უნდა იყოს ჩართული ოჯახი,სკოლა და პირველ რიგში სახელმწიფო,რომ შევუქმნათ ბავშვებს ჯანსაღი და სტაბილური გარემო. თუმცა სამწუხაროა ის ფაქტი,რომ ბავშვის უფლებები ირღვევა თითქმის ყველგან სკოლაში, ოჯახში,ქუჩაში და მეგობრების გარემოცვაშიც კი.სკოლა დიდ როლს ასრულებს ადამიანის პიროვნებად, თავისუფალ მოქალაქედ, ჩამოყალიბებაში.ბავშვის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა, გამოხატოს საკუთარი აზრი და ეს აზრი უნდა გაითვალისწინონ იმ გადაწყვეტილებათა მიღებისას, რომლებიც მას ეხება, ამიტომ მოწაფეები აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ სკოლის ცხოვრებაში. სამწუხაროა ასევე ისიც,რომ ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის სამართლებლივი უფლება არ აქვს არცერთ ადამიანს თუ მისი უფლებები ირღვევა.თუმცა არსებობს ბავშვთა სახლები სადაც რა თქმაუნდა კარგად გრძნობენ.
 http://kids.ge/images/articles/3/808he8phqkg0gc.jpg                                                         


                                                                                                                                                                                                                                                       ბავშვთა უფლებები საქართველოში

გაეროს ბავშვთა ფონდმა  (UNICEF)  საქართველოში ბავშვთა მდგომარეობის შესახებ ახალი ანგარიში წარმოადგინა.თითქმის ყველა ბავშვი დადის დაწყებით სკოლაში.მაგრამ სიტუაცია ასეთივე წარმატებული არ გახლავთ სკოლანდელი განათლების სფეროში, სოფლად მცხოვრები ღარიბი ოჯახის ბავშვები სკოლანდელ დაწესებულებებში , ბაღში, ვერ დადიან, მაშინ როცა სკოლანდელ განათლებას აქვს ბავშვის განვითარებისთვის ძალაინ დიდი მნიშვნელობა,არსებობს ზალიან ბევრი ფონდები რომლებიც ჩემი აზრით დიდ საქმეს აკეთებს ბავშვების კეთილდღეობისთვის.დღს ასეულობით ბავშვი ცხოვრობს და მუშაობს ქუჩაში რისი მიზეზიც არის ის,რომ მშობლებს  არანაირად არ აწუხებს ბავშვი ივლის თუ არა სკოლაში და ისწავლის თუ არა. ისინი პირიქით, მოტივაციასაც აძლევენ ბავშვებს, რომ ქუჩაში გავიდნენ და იქ იმუშაონ.

Sunday, April 13, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

 9 დღიანი  ტრენინგის  განმავლობაში  გავეცანით და შევისწავლეთ  უამრავი  საინტერესო  მასალები.   ვიმუშავეთ  ბლოგში, ელექტრონულ  ფოსტაში. გავეცანით  დეტალურად  ინტელის  სახელმძღვანელოს. ჩამოვტვირთეთ ჩვენთვის  საინტერესო  მოდულები  და   აქტივობები. აგრეთვე  დავათვალიერეთ  სხვა  სკოლის  მასწავლებელთა ბლოგების   ნიმუშები.  დეტალურად  განვიხილეთ  შეფასების  რუბრიკები , სადაც  ექსელის  პროგრამა ითვლის  მოსწ. შეფასებას.

დავასრულეთ  პროექტის  გეგმაზე  მუშაობა. გადავედით ტექნოლოგიების  შესწავლაზე.
გავაკეთეთ  ფასილიტაციის  ნიმუში პოვერ=პოინტში და  ავტვირთეთ პორტფოლიოში  სასწავლო  რესურსებში. ტრენინგში  მონაწილე პედაგოგებმა წარმოადგინეს  თავისი  პროექტების  პრეზენტაციები.

დიდი მადლობა ბატონ  გიორგი  არავიაშვილს. ძალიან  ნაყოფიერი  ტრენინგი  იყო, უამრავი რამ შევისწავლეთ და შევქმენით ჩვენი  ბლოგი

Saturday, April 12, 2014

მერვე დღის რეფლექსია

მერვე   დღე


შევისწალეთ  შეფასების  რუბრიკები  და ავთვირთეთ ჩვენს  პორთფოლიოზე.


შევავსეტ  პროექტის  გეგმები

Friday, April 11, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

 მეშვიდე  დღე



ბლოგში  შევქმენით  პორტფოლიო  და  დავიწყეთ  მასალის  დახარისხება და ატვირთვა დრაივის  გამოყენებით. დავიწყეთ  შეფასების  კრიტერიუმების შექმნა.


ვიცი  მინდა ვიცოდე, ვისწავლე -----შევქმენი  შაბლონი

მეექვსე დღის რეფლექსია

მეექვსე  დღის  რეფლექსია



დავასრულეთ  ბროშურაზე  მუშაობა  დავიწყეთ  გაზეთის შექმნა, ტექსტის  და  სურათების აკრეფა.  დავიწყეთ შექმნილი  მასალის  ბლოგზე  ატვირთვა

მეხუთე დღის რეფლექსია

 მეხუთე  დღის  რეფლექსია



დავიწყეთ  მუშაობა  პოვერ-პოინტში. პროექტის  თემის  გარშემო. წარმოვადგინეთ  სლაიდების  სახით  და  გავაკეთეთ პრეზენტაციები
სლაიდებში  ცალ-ცალკე იყო  წარმოდგენილი  სატაური ,  კითხვები, ვისწავლეთ სურათების  ჩასმა

მეოთხე დღის რეფლექსია

მეოთხე   დღის  რეფლექსია

მეოთხე  დღეს  შევიმუშავეთ  ზოგადი  თემატური  და  შინაარსობრივი  კითხვები. მოვისმინეთ  თანამშრომელთა  თემების შესახებ  კითხვები  და ინფორმაციები. ჩამოვყალიბდით  საკვანძო  კითხვებზე.  დავიწყეთ  მუშაობა   ბროშურაზე

Sunday, March 30, 2014

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  კითხვები


ზოგადი  კითხვები

1.რას  ნიშნავს  ოკუპაცია და  ანექსია?

2.როგორ  გესმით  დემოგრაფიული  ექსპანსია?

3. რატომ  გაძლიერდა  რუსული  აგრესია შავი  ზღვის  მიმართულებით ?


თემატური  კითხვები


  1.რატომ  დააქტიურდა  "ანტანტის  ქვეყნების  [ინგლისი, საფრანგეთი,იტალია} ინტერესები  ამიერკავკასიის და  ყირიმის  მიმართულებით?

   2.იმსჯელე, რა საფრთხის  შემცველი  წინაპირობები  არსებობდა  ეთნიკური  უმცირესობებისათვის?

  3. რატომ  არ  იქნა  გაუქმებული  ყარსის  კაბალური  ხელშეკრულება,  რომელოც ლენინმა  დაუდო  თურქეთის  მთავრობას?


შინაარსობრივი  კითხვები  


1.რომელი  ზავის  შედეგად  დაუბრუნდა  ყირიმი  რუსეთის იმპერიას?

2.რუსეთ-თურქეთის  რომელი ომისა და  ზავის  შედეგად  დავიბრუნეთ სოხუმი  და აფხაზეთი?

3.ბოლშევიკური  რუსეთის ინტერესებში შედიოდა თუ არა  აფხაზეთში  სეპარატიზმის  დათესვა,  რის  შედეგად  საფრთხე დაემუქრებოდა  საქართველოს  ტერიტორიულ  მთლიანობას ?

Saturday, March 29, 2014

მესამე დღის რეფლექსია

მესამე  დღე  რეფლექსია



    მესამე  დღეს  ჩამოვყალიბდით   პროექტის  ზოგად  თემატურ  და  შინაარსობრივ  კითხვებზე.  გაუზიარეთ   ერთმანეთს.  ვიმუშავეთ  რპოექტის  ბროშურის  შაბლონზე

Friday, March 28, 2014

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის პირველი დღე



  ტრენინგი დაიწყო 20.03.14., მისი მიზანია ინტელექტ რესურსების გამოყენება სასწავლო  პროცესში. ტრენინგს უძღვება  ინფორმაციული  ტექნოლოგიების სპეციალისტი --მასწავლებელთა  განვითარების სახლიდან----გიორგი  არავიაშვილი. ვისწავლეთ  ელექტრონული ფოსტის   დახმარებით მიმოწერის წარმოება  სხვადასხვა დოკუმენტაციის    და   სურათების   გაგზავნა.  გუგლის  საძიებო  სისტემით სურათების და ინფორმაციის  მოძიება  და   გადმოტვირტვა.  მივიღეთ  დავალება საგნობრივი  პროქტის მოფიქრების  შესახებ.

მეორე დღე

კონფერენციის  მეორე   დღე 



        კონფერენციის  მეორე დღეს   შევქმენი   ბლოგი  სათაურით:  " ყირიმი  და  აფხაზეთი  ორი  საუკუნის  ჭრილში"ვიმუშავეთ სარეკლამო  ბუკლეტის  შექმნაზე და  მის გამოქვეყნებაზე.