გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ბავშვთა უფლებების კონვენცია 1989 წლის 20 ნოემბერს მიიღო. იგი ძალაში 1990 წლის 2 სექტემბრიდან შევიდა. კონვენცია შედგება 54 მუხლისაგან, რომელთაგან პირველი 42 მუხლი შეეხება ბავშვის დაცვასთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებს - ბავშვის უფლებებს, სახელმწიფოს ვალდებულებებს და ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ადამიანების მოვალეობებს. 43-54 მუხლებში კი საუბარია იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ სახელმწიფომ და ზრდასრულმა ადამიანებმა ერთად კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. კონვენციას მიერთებულია 193 ქვეყანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებმა აიღეს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სამართლებრივი პასუხისმგებლობა. საქართველო აღნიშნულ კონვენციას 1994 წელს შეუერთდა.
მუხლი 42
,,სახელმწიფომ ეს კონვენცია უნდა გააცნოს ყველა ბავშვსა და მშობელს.“ეს მუხლი არის ჩვენი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის,რომ დაცული იქნას საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში ბავშვთა უფლებები.ამრიგად, სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს მოსახლეობის ინფორმირებაზე ადამიანის და, კერძოდ, ბავშვის უფლებათა შესახებ.საქართველოში ბევრი ბავშვი ჯერ კიდევ ვერ სარგებლობს საკუთარი უფლებებით.
მუხლი 42
,,სახელმწიფომ ეს კონვენცია უნდა გააცნოს ყველა ბავშვსა და მშობელს.“ეს მუხლი არის ჩვენი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის,რომ დაცული იქნას საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში ბავშვთა უფლებები.ამრიგად, სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს მოსახლეობის ინფორმირებაზე ადამიანის და, კერძოდ, ბავშვის უფლებათა შესახებ.საქართველოში ბევრი ბავშვი ჯერ კიდევ ვერ სარგებლობს საკუთარი უფლებებით.
ადამიანის უფლებები, მით უმეტეს - ბავშვისა, დაცული რომ უნდა
იყოს, დღეს ეს სადავოდ აღარ მიიჩნევა.მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, ბავშვთა
უფლებები ასე თუ ისე რომ არ ირღვეოდეს.გამონაკლისი
რათქმაუნდა არც საქართველოა.ჩვენი აზრით იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, საიდან
მოვდივართ - საბჭოთა წარსულმა თავისი დაღი დაასვა ხალხის ცნობიერებას და
მოქალაქეობრივი აქტივობისა და უფლებებისადმი მათ დამოკიდებულებას. ეს ბავშვთა
უფლებებსაც ეხება.ყოველი ჩვენგანი ბავშვობიდან უნდა იღებდეს ასაკის შესაბამის
ინფორმაციას ადამიანის უფლებათა შესახებ, მოქალაქეობრივი ცნობიერება, ადამიანის
უფლებათა პატივისცემა ბავშვობიდან უნდა აღვზარდოთ ადამიანში.საქართველოზე მეტად განვითარებულ ქვეყნებში საგანმანათლებლო დაწესებულებები ბავშვებს მარტო განათლებას კი
არ აძლევენ, არამედ, უპირველეს ყოვლისა, კრიტიკულ აზროვნებას აჩვევენ, სამოქალაქო
ცნობიერებას უყალიბებენ, თავიანთ უფლებებს აცნობენ და იმ უნარ-ჩვევებს უვითარებენ,
რომლებიც მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის გამოადგებათ. ბავშვის უფლებები
ისწავლება ადამიანის უფლებების ან სამოქალაქო განათლების ფარგლებში. რაც მთავარია,
ბავშვები აქტიურად მონაწილეობენ სკოლის ცხოვრებაში თვითმმართველობის მეშვეობით თუ
სხვა მექანიზმით, თავად უწევენ ორგანიზებას სხვადასხვა ღონისძიებას, აქტიურად
უზიარებენ თავიანთ მოსაზრებებს სკოლის ხელმძღვანელობასა და მასწავლებლებს
სწავლებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ,რაც ზალიან კარგია ქვეყნის მმავალი
თაობისთვის.სკოლაში ბავშვებზე ხშირად
ძალადობენ - როგორც თანატოლები, ისე უფროსი ასაკის მოსწავლეებიც. 2007 წელს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრომ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით გამოიკვლია სკოლებში
ბავშვების მიმართ არსებული ძალადობა. გაირკვა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა სკოლაში
თავს უსაფრთხოდ გრძნობდა, მაგრამ მათი 47.1% ფიზიკურ ძალადობას განიცდიდა, ხოლო
47.5% - ფსიქოლოგიურს, უმეტესად - სხვა მოსწავლეებისგან, თუმცა მათზე ძალადობას
ხშირად უფროსებიც ეწეოდნენ.ჩვენ ვფიქრობთ,რომ სკოლაში ძალადობის ნებისმიერი
ფორმა ხელს უშლის ბავშვებს განათლების მიღებასა და საკუთარ შესაძლებლობათა
გამოყენებაში. ვინაიდან ყველა ბავშვს უნდა შეეძლოს ძალადობისგან თავისუფალ
გარემოში სწავლა, სკოლები უსაფრთხო უნდა იყოს, მათში უნდა სუფევდეს ბავშვებისადმი
მეგობრული ატმოსფერო, სასწავლო პროგრამა ბავშვის უფლებათა გათვალისწინებით უნდა იყოს
შემუშავებული, მოსწავლეებს ისეთ გარემოს უნდა უქმნიდნენ, სადაც შესაძლებელი იქნება
ძალადობის ხელშემწყობ დამოკიდებულებათა შეცვლა და არაძალადობრივი ფასეულობებისა და
ქცევების დამკვიდრება.ბავშვთა უფლებების
დასაცავად უნდა იყოს ჩართული ოჯახი,სკოლა და პირველ რიგში სახელმწიფო,რომ
შევუქმნათ ბავშვებს ჯანსაღი და სტაბილური გარემო. თუმცა სამწუხაროა ის ფაქტი,რომ
ბავშვის უფლებები ირღვევა თითქმის ყველგან სკოლაში, ოჯახში,ქუჩაში და მეგობრების
გარემოცვაშიც კი.სკოლა დიდ როლს ასრულებს ადამიანის პიროვნებად, თავისუფალ
მოქალაქედ, ჩამოყალიბებაში.ბავშვის
ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა, გამოხატოს საკუთარი აზრი და ეს აზრი უნდა
გაითვალისწინონ იმ გადაწყვეტილებათა მიღებისას, რომლებიც მას ეხება, ამიტომ
მოწაფეები აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ სკოლის ცხოვრებაში. სამწუხაროა ასევე ისიც,რომ ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის სამართლებლივი უფლება არ აქვს არცერთ ადამიანს თუ მისი უფლებები ირღვევა.თუმცა
არსებობს ბავშვთა სახლები სადაც რა თქმაუნდა კარგად გრძნობენ.
გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) საქართველოში ბავშვთა მდგომარეობის შესახებ ახალი ანგარიში წარმოადგინა.თითქმის ყველა ბავშვი დადის დაწყებით სკოლაში.მაგრამ სიტუაცია ასეთივე წარმატებული არ გახლავთ სკოლანდელი განათლების სფეროში, სოფლად მცხოვრები ღარიბი ოჯახის ბავშვები სკოლანდელ დაწესებულებებში , ბაღში, ვერ დადიან, მაშინ როცა სკოლანდელ განათლებას აქვს ბავშვის განვითარებისთვის ძალაინ დიდი მნიშვნელობა,არსებობს ზალიან ბევრი ფონდები რომლებიც ჩემი აზრით
დიდ საქმეს აკეთებს ბავშვების კეთილდღეობისთვის.დღს ასეულობით ბავშვი ცხოვრობს და მუშაობს ქუჩაში
რისი მიზეზიც არის ის,რომ მშობლებს არანაირად არ აწუხებს ბავშვი ივლის თუ არა სკოლაში და ისწავლის თუ არა. ისინი პირიქით, მოტივაციასაც აძლევენ ბავშვებს, რომ ქუჩაში გავიდნენ და იქ იმუშაონ.
No comments:
Post a Comment